საქართველოს სხვადასხვა ბანკებში ვადიანი ანაბრის პირობების შესწავლა
პროექტის მოკლე აღწერა:
შეისწავლეთ სხვადასხვა ბანკში ( მაგალითად, " საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "ბანკი რესპუბლიკა", "ვითიბი ბანკი") ვადიანი ანაბრის პირობები – წლიური პროცენტი ანაბრის ლარებში გახსნისას, წლიური პროცენტი ანაბრის დოლარებში გახსნისას.
პროექტის სრული აღწერა:
ვთქვათ, გვაქვს გარკვეული თანხა, მაგალითად, 5 000 ლარი,
- შეარჩიეთ ანაბრის შეტანის პირობა – გადაცვლით დღესვე
- ამ თანხას დოლარებზე და ისე შეიტანთ 1 წლით, თუ უმჯობესია ვადიანი ანგარშის ლარებში გახსნა.
- იპოვეთ 1 წლის შემდეგ ასაღები თანხის ოდენობა,
- გამოიკვლიეთ ქვეყანაში ინფლაციის ამჟამინდელი დონე და იმსჯელეთ ინფლაციის გათვალისწინებით რეალურად, ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, რამდენი პროცენტით გაიზრდება ( იქნებ შემცირდება კიდეც ) ანაბარზე შეტანილი თანხა.
- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ შერჩეული ბანკის "ასაკი", მისი საიმედოობა.რა საფუძველი აქვს ამა თუ იმ ბანკის მიერ დაწესებულ მაღალ პროცენტულ განაკვეთს.
- იქნებ უმჯობესია აღნიშნული თანხის რაიმე სხვა საქმეში დაბანდება? იმსჯელეთ სხვადასხვა ვარიანტზე, მათ შორის ერთდროულად რამდენიმე საქმეში დაბანდებაც იგულისხმეთ.
- როგორ მოიხმარდით მიღებულ სარგებელს – კვლავ ანაბარზე განათავსებდით თუ სხვა მიზნებს მოახმარდით?
ხანგრძლივობა: ირი კვირა
პროექტზე მუშაობა იქნება ჯგუფური
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ ამოცანას წარმატებით გაართვან თავი.
სარგებელი სხვებისთვის:
ოჯახის წევრებს და ახლობლებს სასარგებლო რჩევებს მისცემენ.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
მოსწავლეთა სურვილის მიხედვით.
ეროვნულ სასწავლო გეგმსასთან კავშირი:
პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ინდიკატორების გამოვლენას.
პროექტის ავტორი: მზია ბიძინაშვილი
პროექტის ელ.ფოსტა: mziabidzinashvili@gmail.com
როექტის ვეფგვერდი: mziabidzinashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment