Friday, November 12, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი:
 საქართველოს სხვადასხვა ბანკებში ვადიანი ანაბრის პირობების შესწავლა

პროექტის მოკლე აღწერა:
შეისწავლეთ სხვადასხვა ბანკში ( მაგალითად, " საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი",  "ბანკი რესპუბლიკა", "ვითიბი ბანკი") ვადიანი ანაბრის პირობები – წლიური პროცენტი ანაბრის ლარებში გახსნისას, წლიური პროცენტი ანაბრის დოლარებში გახსნისას.

პროექტის სრული აღწერა:
ვთქვათ, გვაქვს გარკვეული თანხა, მაგალითად, 5 000 ლარი,
  • შეარჩიეთ ანაბრის შეტანის პირობა – გადაცვლით დღესვე
  • ამ თანხას დოლარებზე და ისე შეიტანთ  1 წლით, თუ უმჯობესია ვადიანი ანგარშის ლარებში გახსნა.
  • იპოვეთ 1 წლის შემდეგ ასაღები თანხის ოდენობა,
  • გამოიკვლიეთ ქვეყანაში ინფლაციის ამჟამინდელი დონე და იმსჯელეთ ინფლაციის გათვალისწინებით რეალურად, ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, რამდენი პროცენტით გაიზრდება ( იქნებ შემცირდება კიდეც ) ანაბარზე შეტანილი თანხა.
  • რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ შერჩეული ბანკის "ასაკი", მისი საიმედოობა.რა საფუძველი აქვს ამა თუ იმ ბანკის მიერ დაწესებულ მაღალ პროცენტულ განაკვეთს.
  • იქნებ უმჯობესია აღნიშნული თანხის რაიმე სხვა საქმეში დაბანდება? იმსჯელეთ სხვადასხვა ვარიანტზე, მათ შორის ერთდროულად რამდენიმე საქმეში დაბანდებაც იგულისხმეთ.
  • როგორ მოიხმარდით მიღებულ სარგებელს – კვლავ ანაბარზე განათავსებდით თუ სხვა მიზნებს მოახმარდით?
    მონაწილეთა ასაკი: 16 წელი

    ხანგრძლივობა: ირი კვირა
   
    პროექტზე მუშაობა იქნება ჯგუფური

   მოსალოდნელი შედეგები:
   მოსწავლეები შეძლებენ ამოცანას წარმატებით გაართვან თავი.

   სარგებელი სხვებისთვის:
  ოჯახის წევრებს და ახლობლებს სასარგებლო რჩევებს მისცემენ.

  სამუშაო ენა: ქართული


  მონაწილეები სხვა სკოლიდან:
  მოსწავლეთა სურვილის მიხედვით.

 ეროვნულ სასწავლო გეგმსასთან კავშირი:
პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ინდიკატორების გამოვლენას.

პროექტის ავტორი: მზია ბიძინაშვილი

პროექტის ელ.ფოსტა: mziabidzinashvili@gmail.com

როექტის ვეფგვერდი: mziabidzinashvili.blogspot.com
  
 

  •